Accessibility links

logo-print

საპროტესტო აქციები გრძელდება სამცხე-ჯავახეთში


მეორე დღეა საპროტესტო აქციები გრძელდება სამცხე-ჯავახეთში. აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამენ ახალციხის სასამართლოს მიერ 3 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმად, ადამიანების წამებაში, ცემაში, ღირსების შემლახველ მოპყრობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალდებული 5 ყოფილი სამართალდამცავი, მათ შორის ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი მამუკა ხვედელიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლის მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენისადმი პროტესტის ნიშნად აქცია 4 ივლისს ბორჯომში გაიმართა, დღეს კი ახალციხეში. აქციის მონაწილეთა შორის იყვნენ ადამიანები, რომლებიც უკანონო ქმედებებსა და უფლებების შელახვაში თავადაც ადანაშაულებენ ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს და მისი ადეკვატურად დასჯის გარდა, მოითხოვენ პასუხისმგებლობის საკითხის დასმას იმ მოსამართლისა, რომელმაც გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ახალციხეში დღევანდელი აქციის მონაწილეებმა სასამართლოს შენობას კვერცხები და ქვები დაუშინეს.
XS
SM
MD
LG