Accessibility links

logo-print

სამთაწყაროში მუსლიმანთა პარასკევის ლოცვა ადგილობრივი თემის ხელმძღვანელის გარეშე ჩატარდა


დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მუსლიმანთა პარასკევის ტრადიციული ლოცვა ადგილობრივი თემის ხელმძღვანელის, სულიკო ხოზრევანიძისა და მისი ოჯახის წევრების გარეშე ჩატარდა. მათ ჯერ კიდევ გასულ კვირაში განაცხადეს ადგილობრივი ქრისტიანების მხრიდან მუქარის შესახებ, რის შემდეგაც სულიკო ხოზრევანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. სამთაწყაროში დღეს იმყოფებოდნენ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ადგილობრივ მუსლიმანებს გარკვეული შიში აქვთ, ამიტომ სახელმწიფომ მათ შესაბამისი გარანტიები უნდა შეუქმნას. სამთაწყაროში იმყოფებოდა საქართველოში ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილიც, რომელმაც მუსლიმ მრევლს ბოდიში მოუხადა და წუხილი გამოთქვა, რომ ძალადობა ქრისტიანობის სახელით ხდება.
XS
SM
MD
LG