Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სნოუდენმა რუსეთის ყოფილი ჯაშუშის საქორწინო შეთავაზება მიიღო


გავრცელდა ცნობა, რომ მიმალვაში მყოფმა ედვარდ სნოუდენმა, რომელმაც აშშ-ის დაზვერვის საიდუმლო მასალები გადასცა მედიას, რისთვისაც ამერიკის მართლმსაჯერების მიერ იძებნება, თითქოს თანხმობა თქვა რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, ანა ჩაპმანის საჯარო შეთავაზებაზე, დაქორწინდნენ. ოთხშაბათს, ანა ჩაპმანმა სოციალური ქსელის, ტვიტერის გზით მიმართა სნოუდენს, რომელიც მოსკოვის შერემიტევოს აეროპორტის სატრანზიტო ზონაში იმყოფება მას მერე, რაც ვაშინგტონმა გაუუქმა პასპორტი და ცდილობს თავშესაფრის მოძებნას სხვადასხვა ქვეყნებში. ჩაპმენმა ტვიტერით ჰკითხა სნოუდენს: „სნოუდენ, შემირთავდი ცოლად?“. პარასკევს სნოუდენმა შეთავაზებას დადებითად უპასუხა. არ არის საბოლოოდ დადგენილი, მართლაც სნოუდენის ანგარიშიდან გასცეს ჩაპმანს პასუხი თუ არა. ჩაპმანი 2010 წელს აშშ-ში დააკავეს და ჯაშუშობის გამო რუსეთში გაასახლეს.
XS
SM
MD
LG