Accessibility links

კაიროში სროლის შედეგად მუჰამად მურსის რამდენიმე მომხრე დაიჭრა


როგორც იტყობინებიან, ჩამოგდებულ პრეზიდენტ მუჰამად მურსის რამდენიმე მომხრე დაიჭრა კაიროში სროლის შედეგად. სროლა ატყდა მას მერე, რაც რამდენიმე ასეულმა ადამიანმა სცადა მიახლოებოდა ყაზარმებს, სადაც მურსი ჰყავთ დაკავებული. როგორც თვითმხილველმა უთხრა რეიტერს, მან ნახა, როგორ დაეცა მიწაზე რამდენიმე ადამიანი. უსაფრთხოების ძალებმა კორდონი მოაწყვეს რესპუბლიკური გვარდიის ყაზარმების დასაცავად, მაგრამ ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ვინ გახსნა ცეცხლი. კაიროში და ეგვიპტის სხვა ქალაქებში მუჰამად მურსის მხარდამჭერთა დიდი დემონსტრაციები იმართება.
XS
SM
MD
LG