Accessibility links

კაიროში გამართულ აქციაზე მუსლიმთა საძმოს ლიდერი გამოჩნდა


მუსლიმთა საძმოს ლიდერი მუჰამედ ბადი - რომელიც, როგორც იუწყებოდნენ, დაკავებული იყო - მოულოდნელად გამოჩნდა აქციაზე, რომელიც კაიროში დამხობილი პრეზიდენტის, მუჰამედ მურსის მხარდასაჭერად იმართებოდა. პროკურატურამ ბადის დაპატიმრების ორდერი გასცა ხუთშაბათს - მუჰამედ მურსის მთავრობის არმიის მიერ დამხობის მეორე დღეს. ბადიმ დემონსტრანტებს უთხრა, რომ ცნობები, თითქოს იგი დაპატიმრებული იყო, არ შეესაბამება სინამდვილეს. ბადსის გამოჩენამდე ცოტა ხნით ადრე უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მურსის მომხრეებს, რომლებიც აქციას იმ სამხედრო ყაზარმების სიახლოვეს მართავდნენ, სადაც მურსი ჰყავთ დაკავებული. გავრცელდა ცნობა, რომ სროლის შედეგად მურსის სამი მომხრე დაიღუპა - თუმცა ეს ცნობა ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ. პარალელურად, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულმა ადილ მანსურმა პარლამენტის დათხოვნის ბრძანება გასცა.
XS
SM
MD
LG