Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში 30 ადამიანი დაიხოცა არეულობის დროს


გასულ დღეღამეში, ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქში 30 ადამიანი დაიხოცა. მსხვერპლი მოჰყვა ჩამოგდებული პრეზიდენტის, მოჰამედ მურსის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებას. ძალადობისას დაშავდა ათეულობით პირი. სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელდა ცნობა, რომ კაიროში შეტაკებასას17 ადამიანი მოკლეს. მოგვიანებით იტყობინებოდნენ ალექსანდრიაში 12პირის დაღუპვის შესახებ. პარასკევს „მუსლიმთა საძმოს“ ათეულათასობით მიმდევარი გავიდა ქუჩაში მოთხოვნით, რომ მურსი თანამდებობაზე დაებრუნებინათ. შინაგან საქმეთა სამინიტრომ გაავრცელა ცნობა, რომ დააკავევს „მუსლიმთა საძმოს“ ლიდერის მოადგილე, ხაირათ აშ-შატერი, რომელსაც ძალადობისკენ წაქეზება ბრალდება. ეგვიპტის პირველი არჩეული პრეზიდენტი მოჰამედ მურსი კვირას ხელისუფლებას სამხედროებმა ჩამოაშორეს. სახელმწიფოს დროებით ხელმძღვანელად დაინიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ადლი მანსური. გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ეგვიპტის სინაის ნახევარკუნძულზე, სადაც განუკითხაობა სუფევს, შეირაღებულმა პირმა, რომელიც მოტოციკლით მოძრაობდა, მოკლა 39 წლის კოპტი მღვდელი, მინა აბუდ შარვინი. ინციდენტი მოხდა ჩრდილოეთ სინაიში, რეგიონის დედაქალაქ ელ არიშში. ევგიპტის „მუსლიმთა საძმომ“ მკაცრად გააკრიტიკა კოპტების მამამთავარი, პაპი ტავადროსი, რომელიც მიემხრო ამბოხს პრეზიდენტ მურსის წინააღდეგ და მხარი დაუჭირა კონსტიტუციის გაუქმებას. ეგვიპტელი კოპტები წარმოადგნენ ამ ქვეყნის რვა მილიონიანი ქრისტიანული მოსახლეობის უმრავლესობას.
XS
SM
MD
LG