Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი რადიკალური ისლამისტ სასულიერო პირს იორდანიას გადასცემს


ბრიტიანეთის მედიის თანახმად, ეს ქვეყანა გეგმავს რადიკალური ისლამისტი სასულიერო პირი, აბუ კატადა იორდანიას გადასცეს. გაზეთი „ტაიმსი“ იტყობინება, რრომ კატადას ხვალ საგანგებო რეისით გააგზავნიან იორდანიაში, სადაც მას ბრალად ედება ტერორისტულ საქმიანობასთან კავშირი. გაზეთ „ტელეგრაფის“ თანახმად, კატადას თამხლებნი იორდანიის უფლებადამცველი ორგანიზაციების მეთვალყურეები იქნებიან. ბრიტანეთის ხელისუფლებას ამ ცნობების გამო ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ. კატადა, რომელსაც ევროპაში „ოსამა ბინ ლადენის მარჯვენა ხელად“ მოიხსენიებდნენ, 2001 წელს დააპატიმრეს პირველად. მას მერე ის უმეტესად საპატიმროში იმყოფებოდა. შარშან, გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლების წესის დარღვევის გამო, კვლავ დააკავეს. მისი დეპორტაცია მას მერე გახდა შესაძლებელი, რაც ორმა ქვეყანამ ხელშეკრულება გააფორმა ამ საკითხზე. ადრე, ბრიტანელი მოსამართლეები არ იყვნენ დარწმუნებული, რომ იორდანია სამართლიან პროცესს მოუწყობდა კატადას და ამ მოტივით, რადიკალი ისლამისტი ბრიტინეთში რჩებოდა.
XS
SM
MD
LG