Accessibility links

logo-print

სნოუდენს ვენესუელა და ნიკარაგუა, ასევე ბოლივია თავშესაფარს სთავაზობენ


ვენესუელის და ნიკარაგუის პროეზიდენტებს, რომლებმაც თავიანთ ქვეყნებში თავშესაფარი შესfავაზეს ედვარდ სნოუდენს, შეუერთდა ბოლივიაც. ამის თაობაზე განცხადება მისმა პრეზიდენტმა ევო მორალესმა გააკეთა. მანამდე
ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ „ჰუმანიტარული“ თავშესაფარი შესთავაზა აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ყოფილ თანამშრომელს, ედვარდ სნოუდენს, რომელმაც საიდუმლო მასალები გაავრცელა და აშშ-ის მიერ იძებნება. მადუროს თქმით, მან ეს შეთავაზება იმ მიზნით გააკეთა, რომ სნოუდენს აშშ-ში გასამართლება ააცილოს თავიდან. პარასკევს, ნიკარაგულის პრეზიდენტმა, დანიელ ორტეგამ გამოაცხადა, რომ მის ქვეყანას სურვილი ექნებოდა, „თუ გარემოება ნებას დართავდა“, მიეცა თავშესაფარი სნოუდენისთვის. ორტეგამ თქვა, რომ ნიკარაგუის საელჩომ მოსკოვში მიიღო სნოუდენის თხოვნა თავშესაფრის შესახებ. სნოუდენის პასპორტი აშშ-მა გააუქმა, ის, ჩანს, მოსკოვშია, შერემეტიევოს აეროპორტის სატრანზიტო ზონაში. „ვიკილიკსმა“ გაავრცელა ცნობა პარასკევს, რომ სნოუდენმა თავშესაფრისთვის დამატებით ექვს ქვეყანას მიმართა. აშშ-მა სნოუდენს ბრალი წაუყენა გლობალური სატელეფონო და საინტერნეტო სათვალთვალო სისტემის საიდუმლო მასალების გავრცელების გამო.
XS
SM
MD
LG