Accessibility links

logo-print

იოანე პავლე მეორეს ვატიკანი წმინდანად შერაცხავს


ვატიკანმა მოამზადა პირობები, რათა 1978-2005 წლებში რომის პაპი, იოანე პავლე მეორე, წმინდანად შერაცხოს. პაპმა ფრანცისკემ ოფიციალურად დაადასტურა მეორე სასწაული, რომელიც იოანე პავლეს მეორეს მიეწერება. სასწაული ეხება პუერტორიკელ ქალს, რომელიც იოანე პავლეს ჩარევის შედეგადა განიკურნა ტვინის სერიოზული დაავადებისგან. პირველი სასწაული, რის გამოც იოანე პავლე მეორე ნეტარად გამოცხადდა, უკავშირდება ფრანგ მონაზონს, რომელსაც პარკინსონის დაავადება ჰქონდა. ფრანცისკემ ასავე მოაწერა ხელი პაპ იოანე მე-13-ის წმინდანად შერაცხვის დოკუმენტს, თუმცა მას მეორე სასაწული არა მოუხდენია. ის 1958-1963 წლებში მართავდა ვატიკანს.
XS
SM
MD
LG