Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა


ერაყის ოფიციალური ცნობით, სულ მცირე 15 ადამიანი დაიხოცა ბაღდადის ჩრდილოეთში აფეთქების შედეგად. თავდასხმა მოხდა კირაიათის უბანში, პარასკევის ლოცვის დროს, შიიტების მეჩეთში. ამავე ცნობით, აფეთქებამ იმსხვერპლა საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა ბანაკის მეკვიდრნი, უმეტესად სუნიტებით დასახლებულ ქალაქში, რომელიც ბაღდადიდან 95 კილომეტრშია. იქ თვეების განმავლობაში იმართება საპროტესტო გამოსვლები. ბოლო თვეში, გაეროს მონაცემებით, 761 ადამიანი დაიხოცა ძალადობის შედეგად, დაჭრილთა რიცხვი 1700-ია.
XS
SM
MD
LG