Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემის წუმატებელი გამოცდა მოეწყო


აშშ-ის არმიის თანახმად, წარუმატებელი გამოდგა ანტისარაკეტო სისტემის გამოცდა წყნარი ოკეანის თავზე. ეს ამ სისტემის მესამე უშედეგო გამოცდა იყო. ბოლო გამოცდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა, 2008 წელს მოეწყო. ანტისარაკეტო უწყების ცნობით, ხმელეთზე განთავსებული გადამტაცი რაკეტა გაუშვეს ვანდენბერგის სამხედრო-საჰაერო ბაზიდან, რომელიც კალიფორნიაშია განთავსებული. ცნობით, გადამტაცი ვერ მოხვდა მიზანს, რაკეტას, რომელიც მარშალის კუნძულების ერთ-ერთი, დაახლოებით 6400 კილომეტრით დაშორებული ატოლიდან გაუშვეს. აშშ-ს 26 გადამტაცი რაკეტა აქვთ ალასკაზე, ფორტ გრილიში, ხოლო ოთხი ვანდენბურგის ბაზაზე, რომელმა მიზანია ჩრდილოეთი კორეის შესაძლო მუქარის საწინააღმდეგო ქმედება.
XS
SM
MD
LG