Accessibility links

logo-print

სტამბოლში შეტაკება მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის


თურქეთის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა სამი ათასამდე დემონსტრანტის დასაშლელად, რომლებიც სტამბოლის ტაქსიმის მოედანთან მდებარე პარკში შეღწევას ცდილობდნენ. შეტაკება დაიწყო, როცა საპროტესტო აქციის მონაწილეები შაბათს მოედანზე შეიკრიბნენ იმ განზრახვით, შესულიყვნენ პარკში, რომელიც პოლიციამ გადაკეტა. საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებს სურდათ ხელისუფლებისთვის შეეხსენებინათ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაუქმდა გეზის პარკის კვლავ განახლების გეგმა და გაერღვიათ პოლიციის ზღუდე. პარკს პოლიცია იცავს 15 ივნისის მერე, როცა პოლიციამ ბუნების დამცველები განდევნა პარკიდან, ივნისის ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების დროს. პრემიერ-მინისტრ, რეჯეფ ტაიფ ერდოანის და მისი ისლამური ფესვების მქონე მთავრობის წინააღმდეგ სამკვირიან საპროტესტო გამოსვლების დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა და რვა ათასი დაშავდა.
XS
SM
MD
LG