Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ურეკში გაიმართა პრემიერის შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერთან


ურეკში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის კერძო რეზიდენციაში, შაბათ საღამოს გაიმართა პრემიერ ბიძინა ივანიშვილის, ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძის და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ დავით ბაქრაძემ დადებითად შეაფასა მოლაპარაკება და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხედულებებში ძირეული განსხვავების მიუხედავად, შედგა ძალიან გულახდილი და სასარგებლო დისკუსია, რომლის დროს მიღწეული იქნა შეთანხმება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხში, ერთ-ერთია სახელმწიფო საკნონსტიტუციო კომისიის შექმნა, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენლებიც შევლენ.
XS
SM
MD
LG