Accessibility links

logo-print

სან ფრანცისკოში მომხდარ ავარიას თვითმფრინავის ორი მგზავრი ემსხვერპლა


ორი ადამიანი დაიხოცა და ათეულობით დაშავდა ბოინგ-777-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავის ავარიის დროს. თვითმფრინავი, რომელიც სეულიდან მოფრინავდა, სან ფრანცისკოს აეროპორტში დაშვებისას ძალიან დაბლა დაეშვა და კუდით შეეტაკა ზღვის ჯებირს, რის შედეგად მასში გაჩნდა ცეცხლი, ფუზელაჟის ზედა სექცია დაიწვა, ხოლო კუდის ნაწილი დაიმსხვრა. სამხრეთ კორეის ავიაკომპანიის თვითმფრინავის ბოტზე 291 მგზავრი და ეკიპაჟის 16 წევრი იყო. მგზავრთა დიდი უმრავლესობა თვითმფრინავიდან უვნებელი გამოვიდა. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ტერორისტული თავდასხმა გამორიცხა. ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ავარიის მიზეზის არ ყოფილა თვითმფრმინავის ტექნიკური პრობლემა. მან ბოდიში მოიხადა მომხდარისთვის.
XS
SM
MD
LG