Accessibility links

logo-print

ეგვიპტის პრემიერ-მინისტრად მოჰამედ ელ- ბარადეი არ დაუნიშნავთ


ეგვიპტის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარყო ცნობა, რომ მთავრობის თავმჯდომარედ დანიშნეს მოჰამედ ელ-ბარადეი, ატომური ენერგეტიკის საერთაშორსო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად ლიბერალური და მემარცხენე პარტიების ალიანსის თავმჯდომარე. გარდამავალ პერიოდში სახელმწიფოს მეთაურის წარმომადგენელმა, აჰმედ მოსალამანიმ განაცხადა, რომ შაბათს ელ-ბარადეი პრეზიდენტ მანსურს შეხვდა, მაგრამ მთავრობის თავმჯდომარედ ის არ დაუნიშნავს. ელ-ბარადეის კანდიდატურის წინააღმდეგ გამოდის ეგვიპტეში სიდიდით მეორე ისლამისტური პარტია, „ალ-ნური“, რომელმაც განაცხადა, რომ თუ ელ-ბარადეი პრემიერი გახდება, ის სამხედროებს ამ ვითარებაში აღარ დაუჭერს მხარს.
XS
SM
MD
LG