Accessibility links

logo-print

კოლუმბიაში დაკავეს და იტალიას გადასცეს უდიდესი ნორკოიმპორტიორი


კაცი, რომელსაც მიიჩნევენ კოკაინის უდიდეს იმპორტიორად მსოფლიოში, კოლუმბიაში დააპატიმრეს და იტალიას გადასცეს. კოლუმბიის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რობერტო პანუნცი, რომელიც 2010 წლის შემდეგ იმყოფებოდა მიმალვაში, ბოგოტაში სავაჭრო ცენტრში დააკავეს. მას ყალბი, ვენესუელის მოქალაქის საბუთი ჰქონდა. სამინისტროს თქმით, ის პანუნცის დაკავების ოპერაციაში აშშ-ის ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებასთან თანამშრომლობდა. პანუნცი ახლა კვლავ რომში დააბრუნეს. ის დაკავშირებულია სამხრეთ იტალიის მაფიასთან და ასევე კოლუმბიის და მექსიკის ნარკოკარტელებთან. იტალიის პროკურატურის თანამხად, პანუნცი ორგანიზებას უწევდა ათასობით კილოგრამი კოკაინის ტრანსპორტირებას სამხრეთ ამერიკიდან ევროპაში, რის შედეგადაც კოკაინის უდიდეს იმპორტიორად იქცა მსოფლიოში,
XS
SM
MD
LG