Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პარლამენტის წევრმა უვიზო რეჟიმის შეჩერებით უკმაყოფილება გამოთქვა


საააგენტო, Civil.ge ავრცელებს ცნობას, ირანის საინფორმაციო სამსახურ „ფარსიზე“ დაყრდნობით, რომ საქართველოს ცალმხრივი გადაწყვეტილება, გააუქმოს უვიზოდ მგზავრობა ირანის მოქალაქეებს საქართველოში, უარყოფითად იმოქმედებს ორმხრივ ურთიერთობაზე, განაცხადა ირანის პარლამენტის წევრმა, პარამენტის საგარეო ურთიერთობათა და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მანსურ ჰაყიყათპურმა. მისი სიტყვებით, რომელიც „ფარსის“ სააგენტოს მოჰყავს, საქართველო მთავრობა ამით ესწრაფვის ასიამოვნოს თავის დასავლელ და ამერიკელი მენტორებს და ცდილობს ამის სამაგიეროდ გარკეული უპირატესობა მოიპოვოს, თვლის ირანელი დეპუტატი. ასეთი მოქცევის პრეცედენტი, ირანისა და საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში უკვე არსებობს და უარყოფითად იმოქმედებს თეირანის და თბილისის ურთიერთობაზე, აცხადებს ის. საქართველომ და ირანმა 2010 წელს მოაწერეს ხელი შეთანხმებას ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ. საქართველომ ცალმხრივად შეაჩერა უვიზო მიმოსვლის წესი ირანთან 1 ივლისს.
XS
SM
MD
LG