Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დინამოს არენაზე“ საერთაშორისო ამხანაგური მატჩის შემდეგ სამი პირი დააკავეს


„დინამოს არენაზე“, ფეხბურთში საერთაშორისო ამხანაგური მატჩის შემდეგ, თბილისის და მოსკოვის "დინამოებს" შორის, რომელიც 1:1 დასრულდა, გარეთ მომხდარი ინციდენტის გამო სამართალდამცველებმა ახალგაზრდული ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" სამი აქტივისტი დააკავეს. "ინტერპრესნიუსის“ ცნობით, სტადიონის "ვიპ" გასასვლელთან, სადაც აღნიშნული ორგანიზაციის აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავდნენ, აქციის მონაწილეებს პოლიციელებმა მოუწოდეს, რომ გზის სავალი ტერიტორია დაეტოვებინათ და ტროტუარზე გადასულიყვნენ, რასაც პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური გაწევ-გამოწევა მოჰყვა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ დაუხია პლაკატი, რომელზეც ეწერა "ერთიანი საქართველო ოკუპანტების გარეშე". როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, მათი პროტესტი უკავშირდება დღევანდელ თამაშზე რუსი დეპუტატების ყოფნას. "საქართველოს ზოგი მოქალაქე დღევანდელ თამაშთან დაკავშირებით ამბობდა, რომ სპორტი განსხვავდება პოლიტიკისგან, თუმცა, ჩვენ გვაინტერესებს, თუ პოლიტიკისგან განსხვავდება, რატომ იყვნენ მატჩზე რუსეთის დუმის დეპუტატები, რატომ არის, რომ მოსკოვის "დინამოს" პრეზიდენტი არის რუსეთის ამჟამინდელი გენერალი. ჩვენ გვაქვს პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს აქ იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ლანძღავენ", - აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.
XS
SM
MD
LG