Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა გორში ჩატარებულ საპრეზიდენტო პრაიმერში


გორში ჩატარებულ "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო პრაიმერშიც დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა. მეორე ადგილზე გავიდა გიორგი ბარამიძე, მესამე ადგილზე – ზურაბ ჯაფარიძე, მეოთხეზე კი - შოთა მალაშხია. დავით ბაქრაძემ დელეგატებს მხარდაჭერისა და ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საკმაოდ საინტერესო დებატები იყო. რაც შეეხება გიორგი ბარამიძეს, მისი თქმით, დავით ბაქრაძე ერთ-ერთი გამორჩეული სახეა "ნაციონალურ მოძრაობაში", ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული კანდიდატია და ყველა ის თვისება გააჩნია, რაც საქართველოს პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, დელეგატების მხრიდან ამგვარი არჩევანის გაკეთება ბარამიძისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. თავად დელეგატები ჯერ კიდევ შედეგების გამოცხადებამდე აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას და მხარდაჭერას ბაქრაძის მიმართ. ასევე ამბობდნენ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარ შეცდომებზე ისწავლა და აქედან გამომდინარე, მათ უნდა მიეცეთ საშუალება, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმიანობა განახორციელონ საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატთან ერთად. პრაიმერის მესამე ტური კი კახეთში 14 ივლისს გაიმართება.
XS
SM
MD
LG