Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთი ადამიანი ემსხვერპლა კანადაში მომხდარ სარკინიგზო ავარიას


კანადის პროვინციაში, კვებეკში მომხდარ სარკინიგზო ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისათვის დაკარგულად ითვლება ორმოცი ადამიანი. ქალაქ ლაკ-მეგანტიკში, სადაც შაბათს რელსებიდან გადავიდა ნავთობით დატვირთული მატარებელი და აფეთქდა, მეხანძრეები მუშაობას განაგრძობენ. არ არის გამორიცხული ხელახალი აფეთქებების საშიშროებაც. მატარებლის მფლობელ კომპანია „მონრეალ, მაინ ენდ ატლანტიკში“ აცხადებენ, რომ ნავთობით დატვირთული რამდენიმე ცისტერნა, პარასკევს, ღამით გაურკვეველი მიზეზებით ჩაეხსნა მატარებელს და რელსებზე ამოძრავდა. კანადის პრემიერ-მინისტრის, სტივენ ჰარპერის ინფორმაციით, ავარიის შედეგად ქალაქში 30 შენობა დაიწვა.
XS
SM
MD
LG