Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავიაკატასტროფამდე პილოტები ბოინგ 777-ის დასმას ცდილობდნენ


სან-ფრანცისკოში ბოინგ 777-ის ავიაკატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე პილოტები თვითმფრინავის დასმას ცდილობდნენ, ამის შესახებ იტყობინება ამერიკის შეერთებული შტატების სატრანსპორტო უსაფრთხოების საკითხების ეროვნული საბჭო. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 2 ადამიანი დაიღუპა, 307-მა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. პილოტების საუბრის ჩანაწერმა აჩვენა, რომ თვითმფრინავი დაჯდომას დაგეგმილზე ნელი სიჩქარით ახორციელებდა, აცხადებს საბჭოს წარმომადგენელი დებორა ჰერზმანი. მისი სიტყვებით, პილოტებმა გადადეს თვითმფრინავის დასმა და შეეცადნენ ხელახლა განევითარებინათ სიჩქარე, რათა მეორე წრეზე განეხორციელებინათ დაჯდომა, რა დროსაც თვითმფრინავი დამცავ კედელს შეეჯახა.
XS
SM
MD
LG