Accessibility links

ჩინეთში ყოფილ მინისტრს სიკვდილი მიუსაჯეს


ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ჩინეთის რკინიგზის ყოფილ მინისტრს, ლიუ ჩჟიცუნს სასამართლომ სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. ექსმინისტრს ბრალი ედება კორუფციულ საქმიანობასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში. გასულ წელს ლიუ ჩჟიცუნი თანამდებობიდან გადააყენეს, მოგვიანებით კი გარიცხეს ჩინეთის კომუნისტური პარტიიდან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრობის პერიოდში ის დიდი ოდენობით ქრთამს იღებდა, ხელსაყრელ კონტრაქტებს კი ახლობლებთან აფორმებდა. მის მიმართ განსაკუთრებული კრიტიკა მას შემდეგ გამოითქვა, რაც 2011 წელს ჩინეთში მატარებლების შეჯახებას 40 ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG