Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 20-ზე მეტი მეამბოხე მოკლეს


ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, 20-ზე მეტი თალიბი მეამბოხე იქნა მოკლული აღმოსავლეთში მდებარე პროვინციებში განხორციელებული ოპერაციების შედეგად. ყველაზე მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა ვარდაკის პროვინციაში, სადაც ავღანეთის არმიის წევრებმა 16 თალიბი მოკლეს და ექსტრემისტებს იარაღი, ავტომანქანები და მოტოციკლები ჩამოართვეს. ოპერაციების მსვლელობაში ავღანეთის უშიშროების ძალების ათი წევრი დაიღუპა. ოპერაციების ფონს ქმნის მაღალი რანგის ავღანელი გენერლის, მოჰამად შარიფ იაფტალის განცხადება, რომ აღმოსავლეთში მდებარე პროვინციებში მეამბოხეების გააქტიურება შეინიშნება.
XS
SM
MD
LG