Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მთავრობის ჯარები ქალაქ ჰომსში მეამბოხეთა პოზიციებს უტევენ


სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარები წინ მიიწევენ ქალაქ ჰომსის რაიონისაკენ, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. როგორც ოპოზიციის, ისე მთავრობის მომხრეები იუწყებიან არმიის მიერ ხალდიეს რაიონის დაბომბვის შესახებ. ჰომსში მყოფი მეამბოხეების წინააღმდეგ არმიის უკვე 10-დღიანი ოპერაცია არის ნაწილი მასშტაბური იერიშისა, რომელსაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ერთგული შენაერთები ახორციელებენ მეამბოხეების მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე კონტროლის აღსადგენად. გაეროს მონაცემებით, 90 000-ზე მეტი ადამიანია მოკლული მას შემდეგ, რაც 2011 წლის მარტში დაიწყო ამბოხება ასადის მმართველობის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG