Accessibility links

logo-print

აშშ და ევროკავშირი იწყებენ მოლაპარაკებას თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ


ევროკავშირი და აშშ იწყებენ მოლაპარაკებას თავისუფალი ვაჭრობის მსოფლიოში უდიდესი ზონის შექმნის საკითხზე. მოლაპარაკებას, რომელიც დღეს ვაშინგტონში იწყება, მძიმე ფონს უქმნის ბოლოხანს გაჟონილი ინფორმაცია შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურის მიერ ევროპელი მოკავშირეების, მათ შორის დიპლომატების თვალთვალის შესახებ. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების მიზანია, მოიხსნას ბარიერები, რომლებიც ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ვაჭრობას და ინვესტიციებს ექმნება და 2014 წლის ბოლოს დაიდოს ხელშეკრულება თავისუფალ ვაჭრობაზე.
XS
SM
MD
LG