Accessibility links

აზერბაიჯანი აპირებს არჩევნების სამეთვალყურეოდ ეუთოს მიწვევას


აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ეუთოს მისცემს წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეთვალყურეობის შესაძლებლობას. ეუთოს ოფიციალურ წარმომადგენლებთან ბაქოში მოლაპარაკების შემდეგ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამადიაროვმა განაცხადა, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებისათვის დანიშნულ არჩევნებამდე, დაახლოებით, ორი თვით ადრე აზერბაიჯანი ოფიციალურ მოსაწევევს გაუგზავნის „ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას“. აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი მორიგი ვადით შეეცდება პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას. მოსალოდნელია, რომ დანარჩენ კანდიდატებს შორის იქნება ოპოზიციის საერთო კანდიდატი, რუსტამ იბრაგიმბეკოვი. წინა, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების 500-ზე მეტი დამკვირვებელი მეთვალყურეობდა. მათი შეფასებით, არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს.
XS
SM
MD
LG