Accessibility links

logo-print

სირიის მთავრობამ და ოპოზიციამ ლიდერების რიგებში ცვლილებები მოახდინეს


სირიის მთავრობამ და ოპოზიციამ ცვლილებები გაატარეს თავ-თავიანთი ლიდერების რიგებში. სირიის მმართველმა ბაათის პარტიამ ორშაბათს შეცვალა რამდენიმე ოფიციალური პირი, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტი ფაურკ ალ-შარა, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის და მისი ოჯახის მოკავშირეა. 74 წლის ალ-შარა ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ინარჩუნებს. ბაათის პარტიამ გაავრცელა ორგანიზაციის ლიდერების რიგების 16 ახალი წევრის სახელი. პარტიის გენერალურ მდივნად კვლავ პრეზიდენტი ასადი რჩება. პარტიის მაღალჩინოსნებს შორის არჩეულ პირებს შორის არიან პარლამენტის ხელმძღვანელი, ჯიჰად ალ-ლაჰამი და პრემიერ მინისტრი ვაელ ალ-ჰალყი. თურქეთში კი გადადგა სირიის ოპოზიციის პრემიერ-მინისტრი, ღასან ჰიტო. სირიის ოპოზიციის რიგებში ბევრს აღიზიანებდა კავშირები, რომლებიც ჰიტოს ყატართან ჰქონდა. ჰიტოს გადადგომამდე ორი დღით ადრე სირიის ეროვნული კოალიციის ხელმძღვანელად აირჩიეს აჰმად ალ-ჯარბა, რომელსაც კავშირები საუდის არაბეთთან აქვს.
XS
SM
MD
LG