Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში მოკლეს ჟურნალისტი


ჩრდილოეთ კავკასიის დაღესტნის რესპუბლიკაში მოკლეს ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის კრიტიკით ცნობილი ჟურნალისტი. დაღესტნის პოლიციის ინფორმაციით, გაზეთ „ნოვოე დელოს“ რედაქტორის მოადგილე ახმედნაბი ახმედნაბიევი სამშაბათს, მახაჩყალაში მოკლეს უცნობმა თავდამსხმელებმა, მისსავე საცხოვრებელ სახლთან, საკუთარ ავტომანქანაში. მოკლული ჟურნალისტის უკანასკნელი სტატიები შეეხებოდა რეგიონში ლამის ყოველდღიური სროლისა და თავდასხმების მიზეზებს. ახმედნაბიევი, რომელსაც მრავალჯერ დაემუქრნენ, იანვარში ერთხელ უკვე გადაურჩა მასზე განხორციელებულ თავდასხმას. დაღესტანი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო რეგიონია ჟურნალისტებისათვის, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ.
XS
SM
MD
LG