Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის „მუსლიმთა საძმო“ უარყოფს ვადამდელ არჩევნებს


ეგვიპტის მმართველი პარტიის „მუსლიმთა საძმოს“ ხელმძღვანელობა უარყოფს ეგვიპტის გარდამავალი ხელისუფლების შეთავაზებულ საგზაო რუკას, რომელიც ახალი კონსტიტუციის მიღებას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას შეეხება. ისამ ალ ფრიანმა, „საძმოს“ პოლიტიკური ფრთის „სამართლიანობისა და თავისუფლების პარტიის“ თავმჯდომარის მოადგილემ დაგმო შეთავაზებული გეგმა, რომელიც „ქვეყნას უკან დააბრუნებს“. ეგვიპტის დროებითი მმართველის - ადლი მანსურის გადაწყვეტილებით, არჩევნები ეგვიპტეში დაახლოებით ექვს თვეში ჩატარდება. ადლი მანსურმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები 2014 წლის დასაწყისში მას შემდეგ ჩატარდება, რაც ქვეყნის შეჩერებულ კონსტიტუციაში ცვლილებები რეფერენდუმით დამტკიცდება. კონსტიტუცია გასულ კვირაში შეჩერდა მას შემდეგ, რაც არმიამ ისლამისტი პრეზიდენტი მუჰამედ მორსი გადააყენა. ადლი მანსურმა დადგენილება ორშაბათს ღამით გამოსცა.
XS
SM
MD
LG