Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგარიში პაკისტანის მთავრობას ბინ ლადენის გამო აკრიტიკებს


პაკისტანის ხელისუფლების მიერ მომზადებული ანგარიში იმის თაობაზე, თუ როგორ მოახერხა ალ ყაიდის ლიდერმა ოსამა ბინ ლადენმა ქვეყნის ტერიტორიაზე წლების განმავლობაში ცხოვრება, - მკაცრად აკრიტიკებს ქვეყნის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას. ე.წ. აბოტაბადის კომისიის მიერ მომზადებული ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლების ყველ დონეზე ჰქონდა ადგილი არაკომპეტენტურობასა და უყურადღებობასა, რაც იმაში გამოიხატა, რომ ბინ ლადენი პაკისტანში შეუფერხებლად ცხოვრობდა თითქმის 9 წლის განმავლობაში. 336 გვერდიანი ანგარიში საკუთარ ვებ-გვერდზე „ალ ჯაზირამ“ გამოაქვეყნა. ანგარიშში ასევე გაკრიტიკებული პაკისტანის დაზვერვა, რომელმაც ვერ აღკვეტა აშშ-ის სპეცსამსახურების საქმიანობა, რაც სამხედრო რეიდითა და ოსამა ბინ ლადენის მოკვლით დასრულდა.
XS
SM
MD
LG