Accessibility links

logo-print

მოსკოვს ვაჭრობის შესახებ პირველი უთანხმოება ელოდება


რუსეთს პირველი უთანხმოება ელოდება მას შემდეგ, რაც ქვეყანა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანდა. ევროკავშირის დიპლომატები და რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინიტროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამშაბათს ევროკავშირი სარჩელს შეიტანს ვმო-ში იმ გადასახადის გაუქმების მოთხოვნით, რაც ექსპორტიორ მწარმოებლებს რუსეთში მეორადი ავტომობილების ექსპორტისათვის ეკისრებათ. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შესვლის წინ მოსკოვმა მიიღო კანონი, რომელიც იმპორტის ტარიფის დაკლებით კომპენსაციას გულისხმობს. ევროკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი კანონი დისკრიმინაციულია უცხოური კომპანიების მიმართ და იგი უნდა შეიცვალოს.
XS
SM
MD
LG