Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს მინისტრი გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას რუსეთის დუმის წევრის საქართველოში შეშვების თაობაზე


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს გამოეხმაურა პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ მკაცრად გმობს სასაზღვრო სამსახურის და შინაგან საქმეთა მინისტრის საქციელს, რომელმაც ”დაუშვა საქართველოში ქვეყნის მტრის დაუსჯელად ჩამოსვლა.” მიხეილ სააკაშვილი გულისხმობდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს, რომელიც 7 ივლისს დაესწრო თბილისის ”დინამოს” და მოსკოვის ”დინამოს” ამხანაგურ მატჩს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ამ კაცს 2008 წელს ხმა აქვს მიცემული საქართველოს დანაწევრებისთვის და ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობისთვის და ყველა, ვინც ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის წარმოადგენს მტრულ ფაქტორს და რისკს. ჟურნალისტებთან დღევანდელი საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა და შეახსენა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა რუსეთის დუმის 5 დეპუტატი, მათ შორის ”ედინაია როსიას” წევრები. ”მაქვს ლოგიკური შეკითხვა, თუ დღეს სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოსული დუმის დეპუტატი უქმნის პრობლემებს საქართველოს უსაფრთხოებას, რატომ არ უქმნიდა რუსეთის დუმის 5 დეპუტატი იმავე პრობლემას საქართველოს წინა ხელისუფლებას” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა
XS
SM
MD
LG