Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთში გავლენიანი ეპისკოპოსი ზღვის პირას მკვდარი იპოვნეს


ბულგარეთის მართლმადიდებელი ეპისკოპოსი ზღვის პირას მკვდარი იპოვნეს ქალაქ ვარნის მახლობლად. ვარნისა და ველიკი პრესლავის ეპისკოპოს კირილის გვამი სამშაბათს დილით ნახეს. პოლიციის ვარაუდით, 59 წლის სასულიერო პირის ბოროტმოქმედების შედეგად დაიღუპა. კირილი ბულგარეთის პატრიარქი იყო გარდამავალ პეროიოდში, 2012 წლიდან 2013 წლის თებერვლამდე. მას სადაო პირად მიიჩნევენ.შარშან გაირკვა, რომ კირილი მსტოვრად მუშაობდა კომუნისტური მმართველობის პერიოდში, ბულგარეთის საიდუმლო სამსახურში. ბულგარეთში ასევე აღიზიანებთ მის მიერ სიმდიდრით, სხვათა შორის ლინკორნის მარკის ავტომანქანით თავმოწონება. ეპისკოპოსის თქმით, მანქანა მას ერთმა ბიზნესმენმა აჩუქა.
XS
SM
MD
LG