Accessibility links

ეგვიპტის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ახალ კაბინეტს ქმნის


ეგვიპტის დროებითი პრემიერ-მინისტრი ჰაზემ ელ-ბებლავი დღეს ლიბერალ პოლიტიკურ ლიდერებს ხვდება ახალი მთავრობის შექმნაზე მოსალაპარაკებლად. ეგვიპტის მოქმედმა პრეზიდენტმა ადლი მანსურმა სამშაბათს დაასახელა პრემიერ-მინისტრად ალ-ბებლავი, რომელიც ფინანსთა ყოფილი მინისტრია. ასევე სამშაბათს ვიცე-პრეზიდენტად დასახელდა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი მუჰამად ელ ბარადეი. მას საგარეო პოლიტიკის გაძღოლა დაევალება. ეგვიპტის დამხობილი პრეზიდენტის, მუჰამად მურსის ორგანიზაციამ, „მუსლიმთა საძმომ“ ოთხშაბათს განაცხადა, რომ არ აპირებს „პუჩისტებთან“ თანამშრომლობას - "მუსლიმთა საძმო" პუტჩს უწოდებს სამხედროების მიერ გასულ კვირაში პრეზიდენტ მურსის გადაყენებას.
XS
SM
MD
LG