Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთიდან ექსპორტი 3%-ით შემცირდა


ჩინეთის მთავრობის განცხადებით, ექსპორტის მაჩვენებელი ივნისში 3%-ზე მეტით შემცირდა, გასული წლის ივნისთან შედარებით. 0,7%-ით შემცირდა იმპორტი. საბაჟო ადმინისტრაციის მიერ ოთხშაბათს წარმოდგენილი მონაცემებით, ჩინეთიდან ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ ივნისში 174 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო იმპორტმა 147 მილიარდ დოლარს. ადმინისტრაციის წარმომადგენლის განმარტებით, შემცირების მიზეზია გლობალურ ბაზარზე მოთხოვნის შემცირება და ჩინელი ექსპორტიორებისათვის სავალუტო კურსთან და დასაქმებასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდა.
XS
SM
MD
LG