Accessibility links

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა სკოლებში ჰიჯაბის აკრძალვას


რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება სტავროპოლის რეგიონის სკოლებში ისლამური თავსაბურავის, ჰიჯაბის აკრძალვის შესახებ. სტავროპოლელ მუსლიმთა ოჯახების ადვოკატის, მურად მუსაევის განცხადებით, ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. სტავროპოლის გუბერნატორმა შარშან შემოდგომაზე დაამტკიცა რეგიონის სკოლებში ჩაცმულობის წესები. ოჯახების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ გოგონები, რომლებიც ჰიჯაბს ატარებენ, სკოლებში არ შეუშვეს. ჩაცმულობის წესები კრძალავს რელიგიურ ტანისამოსს, ან რელიგიური სიმბოლოებით გაფორმებულ ტანისამოსს. სკოლებში აიკრძალა ასევე ტანისამოსი, რომელიც სხეულს არასაკმარისად ფარავს და აიკრძალა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, თუ ქუსლის სიმაღლე შვიდ სანტიმეტრზე მეტია. სტავროპოლის რეგიონი ესაზღვრება ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს, რომლებშიც, უმეტესწილად, მუსლიმები ცხოვრობენ.
XS
SM
MD
LG