Accessibility links

ორი კორეა ჯერ ვერ შეთანხმდა კესონის კომპლექსის მუშაობის განახლებაზე


ჩრდილოეთ კორეაში უშედეგოდ დასრულდა ორი კორეის წარმომადგენელთა მოლაპარაკება კესონის სამრეწველო კომპლექსში მუშაობის განახლების პირობებზე. სამხრეთ კორეის დელეგაციის ხელმძღვანელი სო ხო აცხადებს, რომ მოლაპარაკება გრძელდება და მისი შემდეგი რაუნდი 15 ივლისს ჩატარდება. კესონის კომპლექსი წელს, აპრილში დაიხურა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთმა კორეამ მესამე ბირთვული გამოცდა ჩაატარა და ორ კორეას შორის დაძაბულობა უკიდურესად გამწვავდა. ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე, საზვრისპირას მდებარე სამრეწველო კომპლექსში სამხრეთკორეულ ტექნოლოგიას და ჩრდილოეთ კორეის იაფ სამუშაო ძალას იყენებენ.
XS
SM
MD
LG