Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია: ავღანეთში დისლოცირებული ქართული შენაერთები უფრო უსაფრთხო ადგილას გადავიდნენ


ავღანეთში დისლოცირებული ქართული შენაერთები უფრო უსაფრთხო ადგილას გადავიდნენ - ამის შესახებ გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ალასანიას თქმით, ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართული კონტინგენტი სრულიად ახალ რეჟიმზეა და პრაქტიკულად შესრულებულია უსაფრთხოების სამუშაოები, რომლებიც ავღანეთში მისი ვიზიტისას დაიგეგმა ქართული ქვედანაყოფების მეთაურებთან და ნატოს ძალების სარდლობასთან ერთად. თავდაცვის მინისტრის ცნობით, დაიხურა ორი მცირე ბაზა და საქართველოს შეიარაღებული ძალების შენაერთები გადავიდნენ უფრო უსაფრთხო ადგილას. რაც შეეხება თალიბანის სახელით ვიდეომასალების გავრცელების გამოძიებას, ირაკლი ალასანიას თქმით, საქმის გასახსნელად არ არის საკმარისი მხოლოდ IP მისამართის დადგენა. "საქმის მასალებს ვიცნობ და გეტყვით, რომ არსებობს IP მისამართების შენიღბვის არაერთი ხრიკი, მაგრამ გამოძიება წინ მიიწევს და თუ ჭეშმარიტების დადგენა გვინდა, არ უნდა ავჩქარდეთ" - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
XS
SM
MD
LG