Accessibility links

პაკისტანში მოკლეს პრეზიდენტის უშიშროების სამსახურის უფროსი


პაკისტანში აფეთქების შედეგად დაიღუპა ქვეყნის პრეზიდენტის უშიშროების სამსახურის უფროსი, ბილალ შეიხი. ცნობების თანახმად, აფეთქება, სავარაუდოდ, თვითმკვლელვმა თავდამსხმელმა მოაწყო სამხრეთში მდებარე ქალაქ კარაჩიში, როცა ბილალ შაიხმა ხილის საყიდლად გააჩერა თავისი დაჯავშნული ავტომანქანა. პოლიციის ცნობით, აფეთქების შედეგად ბილალ შეიხის მძღოლი და ხილის გამყიდველიც დაიღუპნენ. შეიხი შარშან გადაურჩა მისი მოკვლის მცდელობას.
XS
SM
MD
LG