Accessibility links

ბურჯანაძე ამბობს, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში სააკაშვილს დააპატიმრებენ


საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დააპატიმრებენ. ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ოთხშაბათს პარტიის ოფისში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბურჯანაძის თქმით ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხევაში, დაუყოვნებლივ აღიძრება სისსხლის სამართლის საქმე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, როგორც „კრიმინალური ორგანიზაციის“ წინააღმდეგ. ხოლო პირველი ვისაც ბურჯანაძის თქმით დააპატიმრებენ, „მიხეილ სააკაშვილი იქნება,“ გასულ თვეში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში არ გამორიცხა სააკაშვილის დაპატიმრების ალბათობა, მას შემდეგ, რაც იგი პრეზიდენტის სასახლეს დატოვებს. მას შემდეგ, რაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, ჩადენილი დანაშაულების გამო მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე პოლიტიკური თანამებრძოლი დააპატიმრეს, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი.
XS
SM
MD
LG