Accessibility links

logo-print

პაკისტანის თალიბანმა სადაო განცხადების გამო ოფიციალური წარმომადგენელი დაითხოვა


პაკისტანის რადიკალურმა თალიბანის ორგანიზაციამ საკუთარი ოფიციალური წარმომადგენელი გაანთავისუფლა იმ სადაო განცხადების გამო, რასაც შესაძლოა შეურაცხმყოფელი ყოფილიყო დაჯგუფების ავღანელი პარტნიორებისადმი. ჩრდილოეთ ვაზირისტანში გავრცელებული ბუკლეტის თანახმად, „ტეჰრიკ ე თალიბანის“ ოფიციალური წარმომადგენელი ეჰსანულა ეჰსანი გასულ თვეში გადააყენეს თანამდებობიდან განცხადებისათვის, რომ ყატარში გზახსნილი ავღანეთის საკონტაქტო ოფისი მათთვის არაფერს არ წარმოადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, პაკისტანის თალიბანის დაჯგუფების ოფიციალურ წარმომადგენლად ავღანეთის თალაბანთან დაახლოებული საველე მეთაური, შეიხ მაქბულ ორაყზაი დაინიშნა.
XS
SM
MD
LG