Accessibility links

ჯოხარ ცარნაევი ბრალს არ აღიარებს


ჯოხარ ცარნაევი თავს დანმაშავედ არ ცნობს. ოთხშაბათს ბოსტონში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მან 30 პუნქტიანი ბრალდების არც ერთი ნაწილი არ აღიარა. 19 წლის ცარნაევი სასამართლო დარბაზში სულ რვა წუთი იმყოფებოდა. მოსამართლის შეკითხვებზე პასუხად მხოლოდ ერთ ფრაზას იმეორებდა - „უდანაშაულო ვარ“. ჯოხარ ცარნაევი 10 ივლისს, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ პირველად წარდგა საზოგადოების წინაშე. სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დაიწყება. ჯოხარ ცარნაევი 15 აპრილის ბოსტონის ტერაქტის მოწყობაშია ბრალდებული. ეთნიკური ჩეჩენი ჯოხარ ცარნაევი, რომელიც ამერიკის მოქალაქეა ნატურალიზებით, ორნახევარი თვის განმავლობაში ციხის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას. ის 19 აპრილს დააპატიმრეს. ცარნაევს 30 მუხლით ედება ბრალი, მათ შორის - მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით მოწყობილ აფეთქებაში, რასაც სამი ადამიანის დაღუპვა და 260-ის დაზიანება მოჰყვა. რამდენიმე ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში ჯოხარ ცარნაევს სასიკვდილო განაჩენი ელოდება.
XS
SM
MD
LG