Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ მთავრობას უბრძანა გადახედოს ეგვიპტისთვის დახმარებას


აშშ-ის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ბრძანებით გადაიხედება ეგვიპტისთვის სამხედრო დახმარების საკითხი. პენტაგონის ოთხშაბათის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ობამას გადაწყვეტილება ეგვიპტეში განვითარებულ მოვლენებს ეფუძნება. აშშ ეგვიპტეს ყოველწლიურად 1 მილიარდ 300 მილიონი დოლარის დახმარებას აწვდის. „თეთრ სახლში“ ჯერ კიდევ მსჯელობენ - უწოდონ, თუ არა ეგიპტეში მომხდარს სახელმწიფო გადატრიალება. ასეთი შეფასება ეგვიპტისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას გამოიწვევს.
XS
SM
MD
LG