Accessibility links

logo-print

ჟან-კლოდ იუნკერი თანამდებობას ტოვებს


ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ გადადგება. მის მიმართ კრიტიკა გამოიწვია ლუქსემბურგის სპეცსამსახურის მოქმედებამ. სპეცსამსახურს ბრალი ედება პოლიტიკური მოტივით თვალთვალსა და კორუფციაში. გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში რუსული კვალიც არის. კერჭოდ, 2007 წელს ლუქსემბურგის სპეცსამსახურმა ერთ-ერთი რუსი მეწარმის დაკვეთით ჩაატარა ოპერაცია იმისათვის, რომ მას კომერციული დავის გადაჭრა გაიოლებოდა. ლუქსემბურგის პარლამენტის წევრები პრემიერსა და მის თანაგუნდელებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების სხვა შემთხვევებშიც ადანაშაულებენ.
XS
SM
MD
LG