Accessibility links

logo-print

ეგვიპტე ირანს „ჩარევის“ გამო აკრიტიკებს


ეგვიპტე თავის საშინაო საქმეებში „მიუღებელი ჩარევის“ გამო აკრიტიკებს ირანს, რომელმაც დაგმო ეგვიპტის არმიის მიერ ისლამისტ პრეზიდენტ მუჰამად მურსის გადაყენება. ორშაბათს ირანმა „შემაშფოთებელი“ უწოდა პრეზიდენტის დამხობას და გამოთქვა შეფასება, რომ ეგვიპტეში „უცხოეთის ხელი“ მოქმედებს. ეგვიპტის საგარეო უწყებამ ხუთშაბათს გაავრცელა საპასუხო განცხადება, რომელშიც ირანის კრიტიკის გამო „უკიდურეს უკმაყოფილებას“ გამოთქვამს. ინციდენტი მიანიშნებს ორმხრივი ურთიერთობის გაუარესებაზე მას შემდეგ, რაც ეგვიპტის პრეზიდენტად 2012 წელს მუჰამად მურსის არჩევას მხარეებს შორის დაახლოება მოჰყვა.
XS
SM
MD
LG