Accessibility links

logo-print

ავღანეთში აფეთქებებმა ხუთი ადამიანი შეიწირა


ავღანეთში ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი პოლიციელი დაიღუპა სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში აფეთქებების შედეგად. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, სამი სამოქალაქო პირი ავტომანქანით აფეთქდა გზის პირას ჩადებულ ბომბზე. როცა მათ დასახმარებლად პოლიციელები მივიდნენ, მეორე ბომბი აფეთქდა და ორი პოლიციელი მოკლა. დაიჭრა მათი ერთი კოლეგა. ეს იყო მუსულმანთათვის წმინდა თვე რამადანის დროს თავდასხმის ავღანეთში წელს პირველი შემთხვევა. თალიბანს ნათქვამი აქვს, რომ რამადანის დროსაც გააგრძელებს ავღანელ და უცხოელ ჯარისკაცებზე თავდასხმას.
XS
SM
MD
LG