Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შტეფან ფიულე: საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლა


დემოკრატიის გასაძლიერებლად ქვეყნისთვის ნებისმიერი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია - ამის შესახებ ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ევროკომისარმა შტეფან ფიულემ. მისი თქმით, ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლა. ”ეჭვი არ მეპარება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ზუსტად ასევე ჩატარდება და საქართველოში დემოკრატია კიდევ უფრო გაძლიერდება” - განაცხადა ევროკომისარმა. მან აღნიშნა, რომ ძალიან აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გუშინდელ მიმართავს, რომელიც ფიულეს შეფასებით, მომავალი მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის სწორ ფოკუსს ქმნის. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ხელისუფლება წლების განმავლობაში საარჩევნო მიზნებისთვის იყენებდა სახელმწიფო რესურსს, რაც ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში აღარ მოხდება და ყველა კანდიდატს თანაბარი პირობები ექნება. პრემიერ-მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ ავალდებულებს, ”ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი აპირებს რამდენიმე დღეში გადადგეს განათლების მინისტრის თანამდებობიდან. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები წარმატებით ჩაივლის და ახალი ხელისუფლების პირობებში დემოკრატიის მშენებლობის პროცესი წინ წავა.
XS
SM
MD
LG