Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" მფლობელები თავს დამნაშავედ არ ცნობენ


სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" მფლობელები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და აცხადებენ, რომ მზად არიან გამოძიებასთან ითანამშრომლონ. თბილისის პროკურატურაში ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ მაია რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიება დიდი ხანია მიმდინარეობს და რაიმე პოლიტიკურს არ უკავშირდება. რჩეულიშვილის თქმით, საჩივრების სიმრავლის გამო წარმოუდგენელი იყო, რომ პროკურატურას მათთვის ყურადღება არ მიექცია. "ცენტრ პოინტის" ხელმძღვანელის განცხადებითვე, ის რომ თაღლითი ყოფილიყო, კომპანია ”დექსუსს” მართვისთვის არ გადასცემდა 94 მილიონი დოლარის ქონებას.
XS
SM
MD
LG