Accessibility links

logo-print

აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი: ბარაკ ობამას არ გადაუწყვეტია ავღანეთში ჯარების საკითხი


აშშ--ის მაღალი რანგის წარმომადგენელმა ავღანეთში და პაკისტანში, ჯეიმს დობინსმა, განაცხადა, რომ ბარაკ ობამა კვლავ აწონ-დაწონის სტადიაშია 2014 წლის შემდეგ ავღანეთში აშშ-ის ჯარის ყოფნის შესაძლებლობების თაობაზე. მაგრამ, იქვე, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე, განაცხადა, რომ „ავღანელებს სურთ, რომ ჩვენი იქ დავრჩეთ, ჩვენ კი მათ დავპირდით, რომ დავრჩებით“. ახლა მოქმედი გეგმით, ქვეყანაში ამერიკელ სამხედრო ინსტრუქტორთა მცირე ჯგუფი უნდა დარჩეს საბრძოლო შენაერთების გასვლის შემდეგ. მაგრამ, თეთრმა სახლმა ღია დატოვა სრული გაყვანი შესაძლებლობა. კანონმდებლებმა გააკირიტიკეს ადმინისტრაცია ამ საკითხში ბუნდოვანების გამო.
XS
SM
MD
LG