Accessibility links

logo-print

ერაყში სხვადასხვა ინციდენტში 30-ზე მეტი ადამიანი დაიხოცა


ერაყში, დღეს, 30-ზე მეტი ადამიანი დაიხოცა სხვადასხვა არეალში მომხდარი თავდასხმების დროს. ქალაქ მუკდადიაში შიიტების დასაფლავების პროცესიას მანქანაში ჩადებული ბომბი აუფეთქეს. შემდეგ, როცა ადგილზე პოლიცია და სამედიცინო დახმარება მივიდა, თვითმკვლელმა კიდევ ერთი ბომბი ააფეთქა, რასაც 11 ადამიანი ემსხვერპლა. სხვა ინციდენტში, ნავთოსაბადოების რეგიონში, საგუშაგოებს ცეცხლი გაუხსნეს უცნობმა პირებმა და ასევე 11 ადამიანი დახოცეს. ქალაქ ტიკრიტში ნაღმმა სამი ადამიანი იმსხვერპლა.
.
XS
SM
MD
LG